საქართველოში კორონავირუსის 3454 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 49 პაციენტი

10 დეკემბერი 2021, 11:00 900 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 3454 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 334 პირი, გარდაიცვალა 49.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 50 623 კვლევა ტესტით, მათ შორის 29 925 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 698 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.82%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.06% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.74%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 454 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 575 შემთხვევა, აჭარა - 148, იმერეთი - 543, ქვემო ქართლი - 226, შიდა ქართლი - 280, გურია - 93, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 236, კახეთი - 166, მცხეთა-მთიანეთი - 86, სამცხე-ჯავახეთი - 84, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 17.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 44 723.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი