რატომ აღარ მიდიან სამუშაოდ თურქეთში

08 დეკემბერი 2021, 20:25 11180 ნახვა

თურქეთ-საქართველოს საზღვარი, რომელიც ეკონომიკისთვის განსაკუთრებულ საჭიროებას წარმოადგენს, შარშან პანდემიის დაწყებიდან მალევე 1 წელზე მეტი გარკვეული შემთხვევების გარდა ჩაკეტილი იყო.

თურქეთში,  საქართველოს მოქალაქეები სეზონურ თუ ყოველდღიურ სამუშაოზე არიან დასაქმებული. საზღვართან ახლოს მდებარე დასახლებები ძირითადად სავაჭრო ობიექტების ზონაა, სადაც მყიდველი და გამყიდველიც უმეტეს შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეები იყვნენ.

საზღვარი უკვე რამდენიმე თვეა ღიაა, თუმცა მეზობელ ქვეყანაში მიმოსვლა კოვიდ ბარათების სისტემამ უფრო გაამარტივა, რადგან ტესტის ჩატარება აღარაა აუცილებელი, თუმცა დასაქმებულთა ნაწილს,რომელიც თურქეთში ყოველდღიურად გადადიოდა და უკან სახლში ბრუნდებოდა, გაუფასურებული თურქული ლირის გამო მუშაობა აღარ უღირს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი