25-31 დეკემბერს ყაზახეთის დედაქალაქი ნურსულტანი ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. მსოფლიო პირველობა საქართველოსთვის იმითაა გამორჩეული, რომ ტურნირის მთავარი მსაჯი ქართველი მარიკა ჯაფარიძე იქნება.
ეს არის პირველი შემთხვევა ქართული ჭადრაკის ისტორიაში, როდესაც ჩვენი თანამემამულე ასეთი რანგის ტურნირის მთავარი არბიტრი იქნება. რა გზა განვლო ბათუმის საჭადრაკო კლუბ „ნონას“ მწვრთნელმა და მენეჯერმა სპორტსმენობიდან უმაღლესი A კატეგორიის საერთაშორისო არბიტრობამდე, ამას ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ.