ბიუჯეტი 2017

13 დეკემბერი 2016, 00:00 2254 ნახვა

დღეს მთავრობა საპარლამენტო უმცირესობასა და უმრავლესობას 2017 ბიუჯეტის ბიუჯეტის პროექტს წარუდგენს. მთავრობის წევრები ”პატრიოტთა ალიანსს” შეხვდებიან, შემდეგ უმცირესობასთან და  უმრავლესობასთან გამართავს აუდიენციას. დოკუმენტს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი წარადგენს. მთავარ ფინანსურ დოკუმენტს ხვალ სესიაზე განიხილავენ. ბიუჯეტის ოდენობა საბოლოო ვარიანტით 11 მილიარდ 500 მილიონ ლარამდეა. შემცირებულია ადმინისტრაციული ხარჯები და დაგეგმილია ოპტიმიზაცია. ძირითადი პრიორიტეტები კი განათლება, ჯანდაცვა და ინფრასტრუქტურაა. დოკუმენტი 4%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი, მომავალი წლიდან იზრდება გადასახადი ნავთობპროდუქტებზე, ავტომობილებსა და სიგარეტზე. 

ამავე კატეგორიაში