დიდი ოდენობით ქონების გადამალვის ფაქტი - დაკავებულია სამი პირი

07 დეკემბერი 2021, 11:07 913 ნახვა

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადების, სახელმწიფო ბიუჯეტის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანებისა და დიდი ოდენობით ქონების თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტებზე სამი ადამიანი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა,  მათი მართვის ქვეშ მყოფი ერთ-ერთი კომპანიის სახელით დააფიქსირეს ყალბი მონაცემები, რითაც შეიქმნეს ფიქტიური აქტივი ჯამში 2 მილიონ 209 207 ლარის ოდენობით.

გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ბრალდებულებმა მოსალოდნელი ქონებრივი ვალდებულებისგან თავის არიდების მიზნით, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიის სახელზე არსებული 3 103 197 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება, თვალთმაქცური გარიგებებისა და ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერის გზით, გადააფორმეს მათივე მართვის ქვეშ მყოფი სხვა კომპანიის სახელზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი