15 წლის მოზარდის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 2 არასრულწლოვანს პატიმრობა შეეფარდა

06 დეკემბერი 2021, 22:14 771 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 15 წლის მოზარდის განზრახ მკვლელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე დაკავებულ ორ არასრულწლოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 6 იანვარს ჩაინიშნა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში