ფიბა-მ ევრობასკეტის 2022 წლის ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა. ცნობილი გახდა, რომ მომავალი ევრობასკეტი გახსნითი შეხვედრა თბილისში გაიმართება. პირველი შეხვედრა 1 სექტემბერს 15:30 საათზე ერთმანეთს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი ბულგარეთს დაუპირისპირდება.
ასევე ცნობილი გახდა რომ ილიას ზუროსის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები ყველა შეხვედრას თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყებენ.
საქართველოს ნაკრები კალენდარი ასეთია:
ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში 4 ქალაქში თბილისში, კიოლნში, მილანსა და პრაღაში გაიმართება. ევრობასკეტი 2022 წლის 1-18 სექტემბერს ჩატარდება.
4 ექვსგუნდიანი ჯგუფიდან 4-4 საუკეთესო პლეი ოფში გავა და თამაშს მერვედფინალიდან გააგრძელებს. ფლეიოფში გასული საუკეთესოები კი ბერლინში ითამაშებენ.