ბათუმში საჭადრაკო ფესტივალი დასრულდა

06 დეკემბერი 2021, 10:09 1358 ნახვა

ორი დღის განმავლობაში ბათუმის საჭადრაკო კლუბი „ნონა“ ტრადიციულ, საახალწლო საჭადრაკო ფესტივალს მასპინძლობდა.

შეჯიბრებაში, რომელიც უკვე მეშვიდედ ჩატარდა, მონაწილეობდნენ  მოჭადრაკეები რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან და ინგლისიდან. ტურნირი სწრაფ ჭადრაკში, რაპიდსა და ბლიცში გაიმართა.

ასპარეზობის პირველ დღეს შეჯიბრება 8 და 10 წლამდე სპორტსმენებს შორის გაიმართა,  დასკვნით დღეს კი საჭადრაკო დაფებს პატარებთან ერთად დიდებიც მიუსხდნენ.

დაწესებულ საპრიზო ფონდთან ერთად  გამარჯვებულები და პრიზიორები თასებით, მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი