ბათუმის საკალათბურთო კლუბმა გასვლაზე ''მეგა'' დაამარცხა

05 დეკემბერი 2021, 16:09 1269 ნახვა

ბათუმის საკალათბურთო კლუბმა სუპერლიგის მეშვიდე ტურის მატჩში გასვლაზე თბილისში ''მეგა'' 19 ქულიანი სხვაობით 71-90 დაამარცხა.

ბათუმელების მხრიდან ყველაზე მეტი 15  ქულა ბექა ბექაურმა ჩააგდო, მოხსნებში კი საუკეთესო შედეგი მთლიანად მატჩში სოსო გოგნაძის ანგარიშზეა. სოსომ ბურთი 14-ჯერ მოხსნა.

ამ გამარჯვების შემდეგ ''ბათუმი'' 11 გუნდიან ჩემპიონატში 6 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ 8 ქულით მერვე პოზიციაზეა.

ანატოლი ბერიშვილის გაწვრთნილი ''ბათუმი'' 10 დეკემბერს საკუთარ კედლებში ''კაკტუსის'' წინააღმდეგ გამართავს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში