გაყალბებაში ეჭვმიტანილ ექიმს ბრალი წაუყენეს

04 დეკემბერი 2021, 15:25 5090 ნახვა

კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე დაკავებულ ექიმებს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.

#4 სამედიცინო ცენტრის დირექტორისა და ამავე ცენტრის ექიმის მიმართ სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.თუ რა პოზიცია აქვთ დაკავებულ მედიკოსებს წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით, ეს უცნობია, ვინაიდან ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფების მოთხოვნით კომენტარს არ აკეთებენ.სუს-ის ინფორმაციით, ბრალდებულებმა კონკრეტული თანხის სანაცვლოდ, დაამზადეს მოქალაქის კოვიდსაწინააღმდეგოფაიზერის“ ვაქცინით აცრის დამადასტურებელი ყალბი საბუთი და უკანონოდ დაარეგისტრირეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, რის შედეგადაც მოქალაქე, რომელსაც არ ჰქონდა გავლილი შესაბამისი იმუნიზაცია, აღირიცხა აცრილად.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი