პოლიციამ აჭარაში მოქალაქეების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით 2 პირი დააკავა

23 ოქტომბერი 2025, 10:45 252 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს  აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და  საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  ჯგუფურად ჩადენილი დიდი  ოდენობით  თაღლითობის  ბრალდებით 2 პირი: 1980 წელს დაბადებული რ.კ. და 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ლ. დააკავეს. ინფორმაციას შსს-ს ავრცელებს. 

მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ  ბრალდებულებმა, აჭარაში,  სხვადასხვა დროს, უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ პირებს,  მოტყუებით გააფორმებინეს   ნასყიდობის ხელშეკრულებები  და აღნიშნული   გზით დაეუფლნენ  მოქალაქეების  კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას - ჯამში 148 042 აშშ დოლარს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.

დანაშაული  9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე