კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ უკვე 30-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა

03 დეკემბერი 2021, 10:03 662 ნახვა

მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამის შემთხვევები მატულობს. ე.წ. ომიკრონი უკვე 30-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა.

აშშ-ში ვირუსის ახალი ვარიანტი დაფიქსირდა კალიფორნიაში, კოლორადოში, მინესოტაში, ნიუ იორკსა და ჰავაის შტატებში. ექიმების ცნობით, ყველა ინფიცირებულთან დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს.

კორონავიურის ახალი შტამის შემთხვევები მატულობს ევროპაში. „ომიკრონით“ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა დიდ ბრიტანეთში. ახალი შტამი აღმოჩნდა ფინეთში, ესპანეთსა და საბერძნეთშიც. ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვარაუდობს, რომ უახლოეს თვეებში „ომიკრონი“ ევროპაში დომინანტი შტამი გახდება.

ომიკრონის“ ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ინდოეთშიც. ვირუსის შემთხვევები მატულობს სამხრეთ აფრიკის რეგიონის ქვეყნებშიც, სადაც ის პირველად დააფიქსირეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში