გერმანიაში, ანგელა მერკელის გაცილების ცერემონიალი გაიმართა. 16-წლიანი მმართველობის შემდეგ, გერმანიის კანცლერი სამხედრო ცერემონიალის თანხლებით გააცილეს.
ანგელა მერკელმა მადლობა გადაუხადა გერმანელებს და მათ მოუწოდა, ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილნი გერმანიის მომავლის მიმართ.
გერმანიის ახალ კანცლერს ბუნდესტაგი 8 დეკემბერს დანიშნავს. ეს სოციალ-დემოკრატების ლიდერი ოლაფ შოლცი იქნება.