მივმართავ სასამართლოს, დარბაზში შემოუშვან ნებისმიერი პოლიტიკური მიმდინარეობის ჟურნალისტები - მიხეილ სააკაშვილი

01 დეკემბერი 2021, 19:55 883 ნახვა

მიხეილ სააკაშვილი ხვალ, 2 დეკემბერს ჩანიშნულ სასამართლო სხდომაზე ჟურნალისტების დაშვებას ითხოვს, - ამის შესახებ  ექსპრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს.

"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლო დარბაზში ჩემი კოლეგების ნახვა. მაგრამ, ამჯერად მივმართავ სასამართლოს, რომ დარბაზში შემოუშვან ნებისმიერი პოლიტიკური მიმდინარეობის ჟურნალისტები, თუნდაც აპარატურის გარეშე, რათა საკუთარი თვალით ნახონ ეს ისტორიულად სამარცხვინო პროცესი და შეძლონ ადგილზე ჩამოუყალიბდეთ საკუთარი შთაბეჭდილება“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ხვალ, 2 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში