„ბასას“ თასი ფარიკაობაში

01 დეკემბერი 2021, 19:40 711 ნახვა

თბილისში გამართულ „ბასას“ თასზე ფარიკაობაში წარმატებით იასპარეზეს ბათუმის სასპორტო სკოლის მოფარიკავეებმა. რაპირით შეჯიბრებაში მესამე ადგილზე გავიდა საბა შარაძე, რომელმაც შემდეგ  მირიან ჩხაიძესა და ანდრია ყიფიანთან ერთად, გუნდურ ტურნირშიც მიიღო მონაწილეობა და იქაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილი დაიკავა ბათუმელი გოგონების ტრიომ ანანო ჯინჭარაძის, ელენე თურმანიძისა და ნინო ტუღუშის შემადგენლობით. ხვალ ბათუმელი მოფარიკავეები თბილისში მიემგზავრებიან, სადაც საქართველოს ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც 3-5 დეკემბერს გაიმართება. ტურნირი როგორც ვაჟთა, ასევე გოგონათა შორის სამივე დისციპლინაში (რაპირა, ხმალი, დაშნა) გაიმართება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში