განათლების მინისტრის მოსმენა პარლამენტში

01 დეკემბერი 2021, 18:09 510 ნახვა

ზუსტად ერთსაათიანი გამოსვლის შემდეგ საქართველოს განათლების მინისტრს პარლამენტარებმა კითხვები დაუსვეს  დირექტორების არჩევა-დანიშვნის შეფერხებულ პროცესზე. პარლამენტში კიდევ ერთხელ გაჟღერდა სკოლების დეპოლიტიზირების აუცილებლობა. მინისტრს მიმართეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, რომ განათლება საქართველოში შესაბამისად მაინც არ ფასდება და წარმოდგენილი პროგრამები თუ გეგმები აზრს კარგავს. მანამდე კი მიხეილ ჩხენკელმა ისაუბრა გრძელვადიან გეგმებზე, რომელთა მიხედვითაც საქართველოში მიღებული განათლება უნდა გახდეს საერთაშორისოდ აღიარებული. განათლების მინისტრის ინფორმაციით,  მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები საშუალებას იძლევა 5 წელიწადში ყველა სკოლას ჰქონდეს გამართული სპორტდარბაზები და საჭირო ინვენტარი.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში