პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხივე კანდიდატს მხარი დაუჭირა

01 დეკემბერი 2021, 13:57 962 ნახვა

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხივე კანდიდატს მხარი დაუჭირა. უზენაეს სასამართლოში უვადოდ დაინიშნენ: ნინო სანდოძე, თეა ძიმისტარაშვილი, გენადი მაკარიძე და თამარ ოქროპირიძე.

პლენარულ სხდომაზე გამართული კენჭისყრის შედეგები ასეთია:

გენადი მაკარიძე - 81 მომხრე, 5 - წინააღმდეგი;

თამარ ოქროპირიძე - 81 მომხრე, 5 - წინააღმდეგი;

ნინო სანდოძე - 80 მომხრე, 5 - წინააღმდეგი;

თეა ძიმისტარაშვილი 81 მომხრე, 5 - წინააღმდეგი;

კენჭისყრის მიმდინარეობისას, „ლელომ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ პროტესტის ნიშნად სასესიო დარბაზი დატოვეს.

მანამდე კი კანდიდატებს მხარდაჭერა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გამოუცხადეს.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი