დღეიდან ბიზნესისთვის გაზის ტარიფი 20 თეთრით ძვირდება

01 დეკემბერი 2021, 12:35 1261 ნახვა

დღეიდან „სოკარ ჯორჯია გაზის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის, 1მ3 ბუნებრივი გაზს 20 თეთრით აძვირებს და ტარიფი ერთი ლარი და 15 თეთრი იქნება.

გაზის ტარიფს ზრდის შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ და "თელავი გაზი". 

''სოკარ ჯორჯია გაზში'' აცხადებენ, რომ გაზის ფასი უცვლელი დარჩება პურის მწარმოებელი კომპანიებისთვის. 

აღნიშნული გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 2 ნოემბერს გახდა ცნობილი. კომპანიების განცხადებით, ფასის კორექტირების აუცილებლობა მომსახურებასთან დაკავშირებული დანახარჯების გაზრდისა და ენერგომატარებლების მსოფლიო ფასის ცვლილებით იყო განპირობებული.

ტარიფის ცვლილება არ ეხება რეგულირებად აბონენტებს ანუ, ფიზიკურ პირებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი