ქვეყანაში მოქალაქეების დიდი ნაწილი ჯერ ისევ აუცრელია, ნაწილი ფიქრობს, ნაწილი კი კატეგორიულ უარზეა, რადგან ფიქრობენ, რომ ეს მათი თავისუფალი ნებაა. ბევრისთვის შვებაა ის, რომ კოვიდგადატანილობა ჯერ-ჯერობით მუდმივი მწვანე სტატუსის საშუალებას იძლევა. თვეებია ეპიდემიოლოგები მოქალაქეებს ყოველდღიურად მოუწოდებდნენ აცრის გაკეთებას, ხვალიდან კი ბევრი იძულებული იქნება. სპეციალისტების პანდემიის დასრულების ერთადერთ გამოსავლად სწორედ ვაქცინაციას ასახალებენ.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            