"ბენზეში" მანქანა ამოტრიალდა - არიან დაშავებულები

30 ნოემბერი 2021, 18:20 14917 ნახვა

"ბენზეში" ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც მსუბუქი ავტომობილი ამოტრიალდა. 

შემთხვევის დროს სამი ადამიანი დაშავდა, რომლებიც ზედაპირული ტრავმებით კლინიკაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მათგან ორი არასრულწლოვანია.

შემთხვევის ადგილას მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოფარგლული. 

რა გახდა ავარიის გამომწვევი მიზეზი გამოძიება დაადგენს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში