შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა რეგიონში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ჯამში დაკავებულია 10 პირი. მათ შორის ბათუმსა და ქობულეთში.
უწყების ცნობით, წარსულში ნასამართლევი ზ.გ. ბათუმში დააკავეს. სამართალდამცველებმა მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოიღეს 2 ცეცხლსასროლი პისტოლეტი , 2 მჭიდი და 16 საბრძოლო ვაზნა.
ერთი პირი კი ქობულეთში აიყვანეს. ანალოგიური დანაშაულისთვის წარსულში ნასამართლევი გ.წ.-ს საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი, მჭიდი და 7 საბრძოლო ვაზნა.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ჩამოთვლილ ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის მე-3, მე-4 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს.
დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს