შსს-მ არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა- შენახვა-ფლობის და გავრცელების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

22 ოქტომბერი 2025, 14:14 175 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი შ.ყ. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა- შენახვა-ფლობის და გავრცელების ბრალდებით დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული არასრულწლოვნის  გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიულ მასალებს, პირადი სარგებლობის მიზნით, წინასწარი შეცნობით ინახავდა და ავრცელებდა.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონი და მეხსიერების ბარათი ნივთმტკიცებად ამოიღეს",- აღნიშნულია ინფორმაციაში. 

შსს- განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით მიმდინარეობს. 

დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე