„ომიკრონი“ მსოფლიოს უტევს

29 ნოემბერი 2021, 20:33 1171 ნახვა

კორონავირუსის ახალი შტამი "ომიკრონი" მთელი მსოფლიოსთვის დიდ რისკს წარმოადგენს და შესაძლოა ზოგიერთ რეგიონში სერიოზული შედეგები გამოიწვიოს. - ასეთია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზი. განცხადებაში ნათქვამია, რომ საჭიროა შემდგომი გამოკვლევა, რათა მოხდეს უკეთესი გაგება, შეუძლია თუ არა ომიკრონს ვაქცინებით ან ვირუსის გადატანის შედეგად შეძენილი იმუნური დაცვისთვის გვერდის ავლა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში