ისტორიაში პირველად ბათუმის „დინამო“ საქართველოს ჩემპიონია

28 ნოემბერი 2021, 20:33 1136 ნახვა

ბათუმის „დინამომ“ ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, ისტორიაში პირველად მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული და მომავალ სეზონს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის მერთან არჩილ ჩიქოვანთან ერთად ბათუმის ,,დინამოს“ ფეხბურთელებს ჩემპიონობა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

„პირველ რიგში მინდა თითოეულ ბათუმელს მივულოცო ჩემპიონობა, დაახლოებით ერთი საუკუნე ელოდებოდა ჩვენი ქალაქი, ჩვენი რეგიონი გამარჯვებას. მე ვარ ბედნიერი და ამაყი, რომ ჩემპიონობისკენ სვლა დასრულდა გამარჯვებით.

ვულოცავ თითოეულ ფეხბურთელს, ეს არის მათი დიდი შრომის შედეგი და ბათუმმა ეს გამარჯვება დაიმსახურა. ვულოცავ ,,შავი ზღვის პირატებს“ და ყველა გულშემატკივარს. ახალ სტადიონთან, ეს არის ახალი გამარჯვებების დასაწყისი.

დარწმუნებული ვარ, როგორც ეროვნული ლიგის ჩემპიონატში, ასევე, საერთაშორისო სარბიელზეც ბათუმის ,,დინამო“ არაერთხელ გაგვახარებს.“

1923 წელს დაარსებული გუნდი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია. ბათუმის ,,დინამომ“ საქართველოს ჩემპიონობა პირველად მოიპოვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში