ისტორიაში პირველად ბათუმის "დინამო" საქართველოს ჩემპიონია

28 ნოემბერი 2021, 15:40 3975 ნახვა

ისტორიაში პირველად ბათუმის "დინამო" საქართველოს ჩემპიონი გახდა. ეროვნული ლიგის ბოლოსწინა 35-ე ტურში თბილისის "დინამომ" გასვლაზე "სამტრედიას" დაუპირისპირდა და ფრედ 0:0 ითამაშა.

გამომდინარე იქედან რომ ამ კლუბებს შორის სხვაობა 4 ქულაა, დედაქალაქელებს კი მხოლოდ 1 მატჩი აქვთ დარჩენილი ჩემპიონობა ბათუმის "დინამოს" დარჩა.

გია გეგუჩის გუნდს ამ დროისათვის 71 ქულა აქვს და ხვალ 35-ე ტურში გასვლაზე წყალტუბოს "სამგურალს" ესტუმრება. ეს დაპირება 13:30 საათზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში