კორონავირუსის მაღალი სტატისტიკის ფონზე გრძელდება ვაქცინაციის პროცესი აჭარაში.ჰოსპიტალური სექტორის, პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისა და სოფლის ამბულატორიების პარალელურად, კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაცია ორგანიზებულ დაწესებულებებშიც ტარდება.
დღეს, ვაქცინაცია გასვლითი ბრიგადის მეშვეობით ერთ-ერთ სამკერვალო ფაბრიკაში ჩატარდა. პარალელურად გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა იმ დასაქმებულთათვის, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო თავს იკავებენ ვაქცინის ჩატარებისგან.
დღეისათვის აჭარაში ჩატარებულია 235 107 დოზა ვაქცინა, აცრილია სამიზნე კონტიგენტის 66.8%. ვაქცინა ჩატარებული აქვს 12-დან - 15 წლამდე 73 მოზარდს, ხოლო 16-დან - 17 წლამდე 2 052 მოზარდს.
სინქ