კოვიდის ახალი აგრესიული შტამი

27 ნოემბერი 2021, 20:25 1435 ნახვა

კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან  8 ქვეყნიდან ჩამოსულ მოქალაქეებს  საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, რეგულაციები უწესდება. აფრიკის რიგი ქვეყნებიდან ჩამოსული მოქალაქეები ვალდებულნი იქნებიან გაიარონ 14 დღიანი კარანტინი.

ახალ ვირუსი„ომიკრონი“ პირველად სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირდა. საუბრობენ იმაზე, რომ შესაძლოა ახალი შტამი უკვე გავრცელდა ჩინეთსა და გერმანიაში. საუბარია ერთეულ შემთხვევებზე. ამ დროისთვის საქართველოში „ომიკრონი“ არ დაფიქსირებულა. რა საფრთხეებზე საუბრობენ  სპეციალისტები ახალ შტამთან დაკავშირებით, რითი განსხვავდება ის უკვე არსებულისგან  და რამდენად საშიშია ? ვნახოთ რეპორტაჟი

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი