ბათუმი მოვლენათა ეპიცენტრი. ოპოზიციის მიერ დაანონსებული ბიუჯეტის დამტკიცების ჩაშლის მცდელობა უშედეგოდ, თუმცა ხმაურით დასრულდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ითხოვდნენ საკითხებიდან 2022 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის ამოღებას ითხოვდნენ. მას შემდეგ კი, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ მირდატ ქამადაძის ინიციატივას საკრებულოს დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს, მან დარბაზში გაურკვეველი ნივთიერება დაღვარა, რომელსაც მძაფრი სუნი ჰქონდა, რის შემდეგაც დეპუტატებმა დარბაზი დატოვეს, ჯამში სხდომათა დარბაზში სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა, მაგრამ ქალაქის 2022 წლის ბიუჯეტი დეპუტატებმა მალევე დაამტკიცეს.
თვითმმართველობის არჩევნებში, მანდატებმოპოვებული ახალი მოწვევის საკრებულო 3 დეკემბერს, 1 კვირაში უნდა შეიკრიბოს, შესაბამისად უკვე ძველის და ჯერ კიდევ მოქმედის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ოპოზიცია არალეგიტიმურს უწოდებს.
ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტი 254 მილიონ 47 ათასი 400 ლარით განისაზღვრა, რაც 2021 წლის საწყის ბიუჯეტს 103 მილონი ლარით აღემატება, ხოლო მიმდინარე წლის მოქმედს 49 მილიონზე მეტი ლარით.