‘’ფანტომური ტკივილები’’ - ბათუმის დრამატული თეატრში ვასილი სიგაროვის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის პრემიერა გაიმართა.
სპექტაკლში ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობენ და ის 1990-იანი წლების სხვადასხვა ტკივილზე გვიამბობს, რომელიც საზოგადოებამ განიცადა.
სპექტაკლი ფესტივალ ‘’დებიუტის’’ ფარგლებში იმართება, რომლის მთავარი მიზანი ახალგაზრდული დასებისთვის და მსახიობებისთვის პოტენციალის განვითარების ხელშეწყობაა.