სამხედრო წვრთნები

26 ნოემბერი 2021, 18:00 693 ნახვა

საქართველომ წელს პირველად უმასპინძლა სამეთაურო-საშტაბო სწავლებას ''მეფლ არჩ 2021''. ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში ორკვირიანი სწავლების  დასკვნით ნაწილს  კანადელი და სხვა მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი, მაღალი რანგის სამხედრო პირები დაესწრნენ. მათ წვრთნების სხვადასხვა ლოკაცია მოინახულეს  და სწავლების შესახებ ინფორმაცია უშუალოდ მონაწილეებისგან მიიღეს.

სწავლების მიზანი  მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის გაზრდა, პარტნიორ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში კავშირების გაღრმავება და გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების დახვეწა იყო.

საერთაშორისო სწავლება კანადის თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, სამხედრო წვრთნების თანამშრომლობის დირექტორატის მენტორობით  მიმდინარეობდა და მას ქართული მხრიდან თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობა ხელმძღვანელობდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი