გლობალურ კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც მიზნად საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრას ისახავს საქართველოს სახალხო დამცველი შეუერთდა.
ომბუდსმენის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სამწუხაროდ, კოვიდ 19-ის პანდემიამ კიდევ უფრო გაზარდა ოჯახში ძალადობისა და ფემიციდის შემთხვევების პრობლემური და დაფარული ხასიათი, ასევე განსაკუთრებით მძიმე პრობლემად რჩება ფემიციდი - გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობები.
შესაბამისად, მნიშვნელოვანია სახელმწიფო უწყებებმა არ მოადუნონ ყურადღება და კვლავ პრიორიტეტად დაისახონ ქალებისა და გოგოების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება.