ბათუმის საკრებულოში ხმაური და დაპირისპირებაა

25 ნოემბერი 2021, 17:52 1263 ნახვა

ბათუმის საკრებულოში ხმაური და დაპირისპირებაა. ხმაური საკრებულოს ბიუროს სხდომაზე დაიწყო, სადაც ახალარჩეული საკრებულოს  ოპოზიციონერი დეპუტატები მივიდნენ. 

ბიუროს წევრებს ხვალინდელ სხდომაზე 2022 წლის ბიუჯეტის გატანისა და დამტკიცების საკითხი უნდა განეხილათ. ახალი მოწვევის დეპუტატები ფაქტს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი ძველი მოწვევის საკრებულომ არ უნდა დაამტკიცოს.

"თქვენ ხართ ვადაგასულები, არალეგიტიმურები ხართ, სულიკო წადი სახლში, მოვიდეს ახალი საკრებულო"- ასე მიმართავენ წინა მოწვევის საკრებულოს წევრებს ახალარჩეული დეპუტატები ოპოზიციიდან.

"ვადაგასული საკრებულო გვიმტკიცებენ იმ ბიუჯეტს, რომლითაც მომავალ წელს უნდა იცხოვროს ქალაქმა. მაშინ როცა ქალაქს ყავს ახალარჩეული საკრებულო"- განაცხადა გიორგი კირთაძემ.

ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველები, ისინი ახალარჩეული საკრებულოს წევრების შენობიდან გაყვანას ცდილობენ.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი