"ქართული ოცნების" საპარლამენტო დელეგაციამ სტრასბურგში შეხვედრები უკვე დაასრულა. დეპუტატები ევროპელ კოლეგებს შეხვდნენ.
ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის განმარტებით, ჯერ უცნობია რამდენად არის მზად ევროკავშირი ისაუბროს საქართველოს ევროპულ პერსპექტივებზე. ის იმედოვნებს, რომ დეკემბერში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი საქართველოსთვის ცვლილებების საწყისი გახდება.სამიტი 15 დეკემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიღებს.
მანამდე კი დაგეგმილია ასოცირებული ტრიოს – საქართველო, უკრაინა, მოლდოვის პრემიერების შეხვედრა.