აუცილებელია გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობის დადგენა - ტიტე აროშიძე

24 ნოემბერი 2021, 16:42 998 ნახვა

პარტია "ქართულ ოცნებაში" რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაკეთდა. დღეს, "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიერ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებებს ტიტე აროშიძე გამოეხმაურა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ამბობს, რომ მნიშვნელოვანი და აუცილებელია გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობის დადგენა.

მისივე თქმით, ის პირები, ვინც ჩანაწერებში ფიგურირებენ შემხებლობაში არ არიან პარტიის ბათუმის ორგანიზაციასთან, რომ "ნაციონალური მოძრაობა" აგრძელებს ცილისწამების კამპანიას, რომელსაც აუცილებლად უპასუხებენ.

"რეალურად რაც მოვისმინე არის კონტექტიდან ამოვარდნილი, დაჩეხილი ჩანაწერები. არ ისმის თუ რაზე არის საუბარი და ჩემთვის გაურკვეველი რჩება მკვეთრი პოზიციონირება რას ან როგორ სთავაზობენ, ამიტომ მნიშვნელოვანია დადგინდეს ჩანაწერების ავთენტურობა.

მნიშვნელოვანია ის რომ, პირები ვინც ჩანაწერშია შემხებლობაში, არ არიან პარტიის ბათუმის ორგანიზაციასთან. მე როგორც ვიცი, უკვე მუშაობს შესაბამისი ორგანოები და უწყებები.

არანაირი შემხებლობა პარტიას მოსყიდვასთან, ზეწოლასთან და სხვა რაიმე ზემოქმედებასთან არ გააჩნია და უნდა გავმიჯნოთ ამ შემთხვევაში პარტიის თემა და ვიღაც პირის ინიცირება.

მე ადრეც განვაცხადე, თუ ასეთი რამ მოხდა, ვინმეს ინიციატივით, შესაბამისად ეს ინიციატორი პასუხისმგებლობას აიღებს საკუთარ თავზე.

ნახსენები იყო ბატონი თორნიკე და მისი ოჯახი, თორნიკე რიჟვაძეს და მის ოჯახს არანაირი შემხებლობა არ გააჩნიათ არც კანდიდატთან და არც იმ ადამიანებთან ვინც მისული იყვნენ სავარაუდო მოლაპარაკებაზე, ჩვენ არც ამის დრო გვაქვს და არც ამის ფუფუნება, რომ ვესაუბროთ ამ თემაზე კანდიდატებს.

"ნაციონალური მოძრაობა" აგრძელებს ცილისწამების კამპანიას. ცილისწამებას აუცილებლად ვუპასუხებთ. ყველა ცილისწამება იქნება პასუხგაცემული და ის, რასაც ისინი ამ ბინძური კამპანიის ფარგლებში  ამბობენ და ადამიანის სიცოცხლეს იყენებენ პოლიტიკური სპეკულაციებისთვის, ჩვენი პარტიისთვის არის მიუღებელი"-განაცხადა ტიტე აროშიძემ.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი