დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 ივლისს დაზარალებული ჟურნალისტების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ბრალდების მხარე მტკიცებულებებს წარადგენს.
გამოიკითხებიან ექსპერტები და გამომძიებლები, რომლებმაც საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს დანაშაულის ადგილას.
ბრალდებული დავით კუტალაძე, რომელსაც ლექსო ლაშქარავას ძალადობის ფაქტზე ედება ბრალი, დანაშაულს არ აღიარებს.
ამ საქმესთან დაკავშირებით ჯამში ბრალდებულთა რაოდენობა 31-ია, 54 ჟურნალისტი კი დაზარალებულად სცნეს.