ტოჩინოშინს ელიტარულ დივიზიონში დასარჩენად 1 გამარჯვება სჭირდება

24 ნოემბერი 2021, 13:29 1339 ნახვა

34 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ კიუშუ ბაშოზე მეოთხე გამარჯვება მოიპოვა.

მეთერთმეტე საშეჯიბრო დღეს დასავლეთის მე-13 მაეგაშირას წოდების მქონე ტოჩინოშინი დასავლეთის მე-7 მაეგაშირა ჩიიოშომას გაეჯიბრა და იორიკირის ილეთით დაამარცხა.

ამ დროისთვის ტოჩინოშინის ბალანსი 4 მოგება და 7 მარცხია. ქართველმა კიუშუ ბაშოს 4 სასტარტო დღე ტრავმის გამო გამოტოვა.

ლევანს დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად დარჩენილი 4-ვე ორთაბრძოლის მოგება, ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში ადგილს შესანარჩუნებლად კი 1 მოგება სჭირდება.

წინააღმდეგ შემთხევაში ჯურიოში დაქვეითდება. მე-12 დღეს ტოჩინოშინის პირისპირ დასავლეთის მე-16 მაეგაშირა სადანოუმი დადგება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში