საგარეო უწყების განცხადება

11 დეკემბერი 2016, 00:00 3085 ნახვა

საქართველოს საგარეო უწყება თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. "სტამბოლის ისტორიულ ცენტრში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურ საკონსულოში მოქმედებს ცხელი ხაზი: (+90 541) 818 44 00. ასევე 24 საათიანი ცხელი ხაზი მოქმედებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში: (+995 32) 294 50 50. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო მუდმივ კავშირზეა თურქეთის საგანგებო სიტუაციებზე პირველადი რეაგირების ჯგუფთან. თურქული მხარე ამ ეტაპზე დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს",- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი