“დეკემბრის სასწაულები” – გამოფენა ნობელების მუზეუმში

10 დეკემბერი 2016, 00:00 3000 ნახვა

ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში  წლის დასკვნითი ღონისძიება,  სახელწოდებით „დეკემბრის სასწაულები“  გაიმართა. პარტნიორ, ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის ისტორიულ მუზეუმს საღამოზე წარმოდგენილი ჰქონდა ხელნაწერთა ფონდებში დაცული  კოლექციები და სასიყვარულო წერილები, აკაკი წერეთლის პირადი ნივთები. მუზეუმისგან წლის პარტნიორ ორგანიზაციებს მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცა. როგორც მუზემის მმართველი განმარტავს, ვიზიტორების რაოდენობა წინა წლებთან შედარებით გასამმაგდა.

ამავე კატეგორიაში