ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხულოდან გადმოყვანილი დაშავებული პაციენტის მდგომარეობა კვლავ უცვლელია.
როგორც კლინიკაში ჩვენთან საუბარში განმარტავენ მოზარდი ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში , მართვის სუნთქვაზე იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა , აღენიშნება ქალა ტვინის დაზიანება და შიდა ორგანოების დაზიანება. ცნობისთვის, ხულოში, ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინწინ მოხდა, რის შედეგადაც ერთი მოზარდი გარდაიცვალა.