სენატორები სააკაშვილის გადაყვანას აფასებენ

20 ნოემბერი 2021, 12:17 655 ნახვა

მივესალმებით სააკაშვილის გადაყვანას, მთავრობას მოვუწოდებთ მასზე ზრუნვას - წერია მიმართვაში, რომელსაც ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი ტვიტერზე აქვეყნებს. მათთვის ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა და მისი შიმშილობის დასასრული მისასალმებელია.

განცხადებაში წერია, რომ მიხეილ სააკაშვილი, იმსახურებს სამართლიან და თანასწორ მოპყრობას. სენატორები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ პრიორიტეტული გახადოს მიხეილ სააკაშვილის სიტუაციის სერიოზულობა და გაითვალისწინოს მისი გავლენა საქართველოს პოლიტიკურ სტაბილურობაზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი