ბათუმის "დინამო" დღეს "თელავს" უმასპინძლებს

20 ნოემბერი 2021, 11:46 1022 ნახვა

დღეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის 34-ე ტურის 4 მატჩი გაიმართება. არის ალბათობა რომ ამ ტურშივე გაირკვეს ჩემპიონის ვინაობა.

ბათუმის "დინამო" საკუთარ მოედანზე "თელავს" უმასპინძლებს.
შავიზღვისპირელები 68 ქულით ჩემპიონატის ლიდერები არიან, "თელავი" კი 38 ქულით მე-7 პოზიციას იკავებს.

მატჩი დღეს ბათუმში 18:00 საათზე დაიწყება.

ბათუმელთა კონკურენტი თბილისის "დინამო" კი "დინამო არენაზე"  ქობულეთის "შუქურას" მიიღებს.

დედაქალაქელები 63 ქულით მეორე პოზიციაზე იმყოფებიან და 3 ტურით ადრე ჩამორჩენა 5 ქულა აქვს. "შუქურა" კი 27 ქულით ბოლოსწინა მე-9 პოზიციაზე იმყოფება.

ეს მატჩიც დღეს 18:00 საათზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში