სტრასბურგის სასამართლომ ომბუდსმენის აპარატს სააკაშვილის საქმეზე მე-3 მხარედ ჩართვაზე უარი განუცხადა - ნინო ლომჯარია

20 ნოემბერი 2021, 00:07 1394 ნახვა

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლომ ომბუდსმენის აპარატს მიხეილ სააკაშვილის საქმეში მესამე მხარედ ჩართვაზე უარი უთხრა.

მისივე განმარტებით, სტრასბურგის სასამართლო ამგვარ პროცედურას  მხოლოდ მაშინ ითვალისწინებს, როდესაც საქმის არსებითი განხილვა იწყება. ექსპრეზიდენტის საქმეზე კი, არსებითი განხილვა ჯერ არ დაწყებულა.

"როგორც სასამართლომ თქვა, მათი პროცედურით, მხოლოდ არსებითი განხილვის დროს ითვალისწინებს სასამართლო. ანუ მათ უარი გვითხრეს პროცედურული მოტივით. აქამდე ასეთი პრეცედენტი არ არსებობდა, თუმცა ჩვენ მაინც ვცადეთ, შექმნილიყო მსგავსი პრეცედენტი, რადგან ასე ვთქვათ, ამაზე პირდაპირ უარით აკრძალვა სტრასბურგის რეგულაციებში არ იყო. თუმცა სასამართლო, როგორც ვიცით ტრადიციული, კონსერვატიულია და გვითხრა, რომ ამ ეტაპზე ჩვენს შეთავაზებას პროცედურის გამო ვერ მიიღებდა. რა თქმა უნდა, არსებით ეტაპზე ჩვენ მივმართავთ სასამართლოს“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ "ტვ პირველის" ეთერში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი