„ყველა დღე უნდა იყოს ადამიანის უფლებების დღე“ -ასე ეხმაურება თარიღს უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე. განცხადებაში, რომელიც უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა, საუბარია ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაციის მნიშვნელობაზე. დოკუმენტი გაერო-ს გენერალურ ასამბლეამ 1948 წლის 10 დეკემბერს მიიღო. საქართველოს კონსტიტუცია მთლიანად აღიარებს დეკლარაციის და ადამიანის უფლებათა სხვა საყოველთაო პრინციპებს. საქართველოს პარლამენტმა დეკლარაციის რატიფიცირება 1991 წლის 15 სექტემბერს მოახდინა.