საგარეო საქმეთა მინისტრის მოსმენა პარლამენტში

19 ნოემბერი 2021, 14:57 630 ნახვა

მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრს უსმენენ. დავით ზალკალიანმა 2021 წელს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის გამოწვევებზე ისაუბრა.

საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლა დავით ზალკალიანმა საქართველოს წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევაზე - ოკუპაციაზე საუბრით დაიწყო და ამ კუთხით გატარებულ ღონისძიებებზე გაამახვილა ყურადღება.

ქვეყნის პირველმა დიპლომატმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებები აისახა პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ არაერთ დოკუმენტში.  

მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში