„სირცხვილიას“ აქტივისტის სასამართლოზე მტკიცებულებები წარადგინეს

19 ნოემბერი 2021, 14:16 715 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლო დღეს გამოაცხადებს  გადაწყვეტილებას „სირცხვილიას“ აქტივისტის თამარ კურატიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით.

დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ სამართალდამცველებს მიმართა და განაცხადა, რომ ადამიანის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვისთვის მათ არგუმენტები უნდა ჰქონდეთ. 

პროცესზე  მხარეებმა მტკიცებულებები წარადგინეს, მათ შორის ვიდეო ჩანაწერები რა დროსაც თამარ კურატიშვილი აქცია-პერფომანსს მართავდა.

ბრალდებული აცხადებს, რომ კანონი არ დაურღვევია და პოლიციამ თავისუფლების აღკვეთა მისი მისამართით მიზანმიმართულად განახორციელა.

13 ნოემბერს აქტივისტმა ბათუმში  სუს-ის შენობასთან პერფომანსი გამართა, რა დროსაც პოლიციამ ტროტუარზე გადასვლისკენ მოუწოდა, კურატიშვილი განმარტავს, რომ მოთხოვნას მალევე დაემორჩილა, თუმცა ეკიპაჟს მისი დაკავება ტელეფონით უბრძანეს. დაკავებულმა დროებითი მოთავსების იზოლატორში 43 საათი გაატარა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი