მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის მულტიდისციპლინურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა - უკრაინის საგარეო უწყება

19 ნოემბერი 2021, 13:13 871 ნახვა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებულია უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებით, რომელიც იმყოფება საქართველოში, გლდანის №18 სასჯელაღსრულების დაწესებულების საავადმყოფოში. აღნიშნულის შესახებ განცხადებას უკრაინის საგარეო უწყება ავრცელებს.

უკრაინული მხარე კვლავ მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის სათანადო სამედიცინო დახმარება, კერძოდ, გადაუდებელი დახმარებისთვის მულტიდისციპლინურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანოს.

"საქართველოში უკრაინის საელჩოს დიპლომატები დღეს, მიხეილ სააკაშვილთან მოსანახულებლად, იურისტებთან და უფლებადამცველებთან თანამშრომლობისა და ნათესავებთან რეგულარული კონტაქტის დამყარების მოთხოვნის დამტკიცებას ელოდებიან.

უკრაინა კვლავაც განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვას და მის უკრაინაში დაბრუნებას"- ნათქვამია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი