ექიმი-რეანიმატოლოგ გულიკო ქილიფთარის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მისივე თქმით, იყო მცირეხნიანი გონების კარგვა, რომელიც ახლა არის აღდგენილი, პაციენტი არის აბსოლუტურად სტაბილურ მდგომარეობაშია.
"იყო სინკოპეს ეპიზოდი. მე დღეს მოვედი იმიტომ, რომ მენახა პაციენტი და ასეთი რამ მოხდა შემთხვევით. თუმცა, ხანმოკლე, მცირე რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად მისი მდგომარეობა დასტაბილურდა. მე ვარ კონსუტაციისთვის მოსული დღეს პაციენტთან. მთხოვეს და მოვედი. პაციენტთან მორიგეობს ყოველდღე რეანიმაციული ჯგუფი და მიიღებდა სათანადო მკურნალობას. პაციენტი კიდევ მოითხოვს გამოკვლევებს, უამრავი კვლევაა გაგზავნილი ლაბორატორიული, ახლა ინსტრუმენტულ კვლევებსაც ჩავუტარებთ სრულყოფილად. მეც პირადად აქედან არ წავალ, ვიდრე ყველაფერი არ დასრულდება და მერე უფრო დეტალურად გეტყვით. ახლა აბსოლუტურად კონტაქტურია. მე დღეს ვბრუნდები ჩემს კლინიკაში, აქ მოსული ვარ როგორც კონსულტანტი. მე მას ვიცნობ დიდი ხანია, მპასუხობს ყველა კითხვაზე“, - განაცხადა ექიმმა.