„მწვანე პასპორტები“ და ბიზნესის სკეპტიციზმი

18 ნოემბერი 2021, 19:45 1546 ნახვა

1-ლი დეკემბრიდან, ის ვისაც კოვიდ პასპორტი არ ექნება, ვერც კაფეებსა და რესტორნებში შევლენ და ვერც თეატრებში, სპა ცენტრებში და კიდევ ბევრ ბიზნეს ობიექტში. მწვანე სტატუსი აქვს მოქალაქეს, თუ იგი ვაქცინირებულია ორჯერ, ჩატარებული აქვს 72-საათიანი „პისიარ“-ტესტი ან 24-საათიანი ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე და არა იქ დასაქმებულ ადამიანებზე. მოსახლეობის დიდი ნაწილი კი აუცრელია, მართალია ვირუსიც ბევრ აქვს გადატანილი, მაგრამ ვაქცინაზე უარის თქმის გამო, ობიექტების სტუმრების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება, რაც ბუნებრივია, ბიზნესზე მძიმედ აისახება.

ნათია შავაძე
რედაქტორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი