აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე ცეცხლი შეწყვეტილია

17 ნოემბერი 2021, 10:03 778 ნახვა

სომხური მხარის ინფორმაციით, ოფიციალური ერევანი და ბაქო რუსეთის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

მოლაპარაკებამდე რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

კომუნიკაცია ჰქონდათ რუსეთის პრეზიდენტსა და სომხეთის პრემიერს, ესკალაციის საკითხი განიხილეს თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებმაც.

გუშინდელი საბრძოლო მოქმედებების შედეგად სომხური მხარე 12 სამხედროს დატყვევებისა და 15 ჯარისკაცის დაღუპვის, აზერბაიჯანი კი 2 სამხედროს დაშავების შესახებ იუწყება.

მხარეები ერთმანეთს პროვოკაციებში ადანაშაულებენ. აზერბაიჯანსა და სომხეთს დეესკალაციისკენ გაერომ და ევროკავშირმაც მოუწოდეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში