საქართველო-ვიზალიბერალიზაცია

09 დეკემბერი 2016, 00:00 3399 ნახვა

ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის შეთანხმებულ რეგულაციას 15 დეკემბერს უყრიან კენჭს - ამის შესახებ ინფორმაცია ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. შეჩერების მექანიზმზე დეპუტატები 14 დეკემბერს იმსჯელებენ. ევროპარლამენტი და ევროკავშირის საბჭო ე.წ. შეჩერების მექანიზმზე 7 დეკემბერს შეთანხმდენენ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებაზე განცხადება 8 დეკემბერს გაავრცელა. სადაც ხაზგასმულია, რომ შეთანხმება მნიშვნელოვანია საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის თვალსაზრისით და პირდაპირ უკავშირდება საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების საკითხს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი